14:10 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 14:58:07, 7053 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის წარმომადგენლები, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს პოლიტიკური პატიმრების ფლაერები დაურიგა.

ცნობისთვის, რომ ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 7 თებერვალს შეარჩია. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 1 წევრი იყო. კენჭსყრაში სულ 12 პირი მონაწილეობდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics