|
2020-02-17 13:36:13, 968 ნახვა
საზოგადოება
უბისა-შორაპანის მშენებელ კომპანიას გაფრთხილება მიეცა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, სოფელ უბისაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მშენებელი და ზედამხედველი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს და შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით დეპარტამენტის მხრიდან შესაბამისი მითითებები მიიღეს. 14 თებერვალს, დილის საათებში, სოფელ უბისაში, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის „China Road and Bridge Corporation“-ის საამქროს თუნუქის სახურავი ჩამოიშალა, რის შედეგადაც მსუბუქად დაზიანდა „Road and Bridge Corporation“-ის დასაქმებული ჩინეთის ორი მოქალაქე, ხოლო საქართველოს ერთმა მოქალაქემ შედარებით მძიმე დაზიანებები მიიღო. „როგორც მშენებელ, ასევე ზედამხედველ კომპანიას წარმოვადგენინეთ განმარტებები მომხდარი შემთხვევის შესახებ. შემთხვევა დროებით ნაგებობაზე მოხდა. დაშავებულებს ადგილზე ჩაუტარდათ პირველადი დახმარება, საქართველოს მოქალაქე კი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აგრძელებს მკურნალობას. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს მომხდარის მიზეზების დადგენა. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, დეპარატმენტის მხრიდან მკაცრად გავაფრთხილეთ კომპანიის წარმომადგენლები. ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია უკვე ატარებს მოკვლევას და ხარვეზების დადგენის შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯება ყველა პასუხისმგებელი პირი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა დარღვევა მყისიერად აღმოიფხვრას“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით, მონიტორინგი განხორციელდება რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებელი სხვა კომპანიების სამშენებლო მოედანზეც, რათა დასაქმებულთა უსაფრთხოება და შრომის პირობები მაქსიმალურად იყოს დაცული. რაც შეეხება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს, სამშენებლო პროცესი არ შეფერხებულა და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)