|
2015-07-31 12:21:51, 439 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: არგუმენტები, თუ რატომ უნდა შევცვალოთ ეროვნული ბანკი, ნაკლებად ისმის
არგუმენტები, თუ რატომ უნდა შევცვალოთ ეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტი - ეროვნული ბანკი, ნაკლებად ისმის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი საერთაშორისო ექსპერტიზის თვალსაზრისით, მაღალ შეფასებას იმსახურებს. „თქვენთვის ცნობილია, რომ 2015 წლის 22 ივლისს ხელმოსაწრედ პარლამენტიდან მოვიდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას. ამ პროცესში, რომელიც მიმიდნარეობდა ამ კანონპროექტის განხილვის ირგვლივ, ჩვენ ვიყავით ძალიან აქტიურნი და საზოგადოებას ღიად ვუზიარებდით ჩვენს პოზიციას. ჩვენი კრიტიკის საგანი იყო, როგორც პროცესის ნაჩქარეობა, ასევე დეტალები, რომელიც იყო დაკავშირებული კონსულტაციებთან, ასევე შინაარსი არსებული კანონპრეოქტისა. პირველ რიგში, ჩვენ ყურადღებას და კრიტიკას იწვევდა ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ინსტიტუტზე, ეროვნულ ბანკზე, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ინსტიტუტის ცვლილებაზე იმ მომენტში, როდესაც კონკრეტულად საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ექსპერტიზის თვალსაზრისით, იმსახურებს მაღალ შეფასებას, ხოლო არგუმენტები, რატომ უნდა შევცვალოთ ეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, ნაკლებად ისმის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს. „სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე და მათი გაფრთხილების საჭიროებაზე, მათ როლზე დემოკრატიულ სისტემაში, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია აქცენტი და ბუნებრივია, ამ პროცესშიც აქტიურად ვაკეთებდით კომენტარს ამ მიმართულებით. ამავდროულად, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე. ჩვენ აგრეთვე ვსაუბრობდით იმაზე, რომ ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია, რომ ეროვნული ბანკისა და ფინანსური სექტორის ეფექტური განვითარებას ხელი შეუწყოს, შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. გამომდინარე ყოველივე ამ წინაპირობიდან, მე გადავწყვიტე, რომ ამ კანონპროექტს და თანამდელ კანონპრეოქტებს, რომელიც არის პაკეტის სახით შემოსული, დავადო ვეტო“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)