15:15 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-16 11:14:36, 1864 ნახვა

საზოგადოება
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით რეგიონული შეხვედრა კახეთის რეგიონში ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა  რეგიონის  თვითმმართველობის  წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.

კახეთის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა ყვარელში ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებს  სიტყვით კახეთის  რეგიონის  სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა მიმართეს.

ილია თამარაშვილმა სახელმწიფო პროგრამების შესახებ ფერმერთა ინფორმირებისათვის  ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით,  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  მიმართულებით პროგრამები სოფლად დამატებითი ღირებულებების შექმნას, სამუშაო ადგილების გაჩენას  და შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ, 2019 წელს, ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერის მიზნით,  კახეთის რეგიონში არაერთი მიზნობრივი  პროგრამა  განხორციელდა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში,  გასულ წელს, ანაზღაურებულმა თანხამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების  წარმომადგენლებმა  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.    

შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics