2020-02-15 18:09:25, 2439 ნახვა
საზოგადოება
ისანში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს
ისანში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი მეზობლებს შორის არსებული კონფლიქტი გახდა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,