|
2020-02-15 14:17:55, 2440 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი მიწის რესურსების მდგრადი მართვის მიზნით მიმდინარე პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დაესწრო
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროექტის „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“ საზედამხედველო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა. „აღნიშნული საპილოტე პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოვკვეთოთ ის საჭიროებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს. ამასთან, აუცილებელია, ჩვენ ვიმუშაოთ ფერმერების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ქარსაფარი ზოლების აღდგენის, ასევე გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის წარმატებით განხორციელება, თითოეული ფერმერის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. საზედამხედველო საბჭოს შეხვედრაზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროს, ახმეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საძოვრების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ძირითად გამოწვევებს და რეკომენდაციებს, რომლებიც საძოვრების მდგრადი მართვის პროგრამის განვითარებას შეუწყობს ხელს. კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორმა, სოფო ახობაძემ საპილოტე პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პროექტის ფარგლებში, საკანონმდებლო კომპონენტში განხორციელებული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერისთვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მადლობა გადაუხადა. პროექტი „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“ ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია სოფლად ეკონომიკურად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით, ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის პრინციპების ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში.
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)