|
2020-02-15 13:21:02, 2244 ნახვა
საზოგადოება
მინისტრის მოადგილე და დევნილთა სააგენტოს დირექტორი წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმების შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ და სააგენტოს დირექტორმა განსახლებასთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებული პირების შეკითხვებს უპასუხებს. სანატორიუმ „გეოლოგის“ შენობაში მცხოვრები დევნილები ახალაშენებულ კორპუსებში უპირობო გადაყვანას ითხოვენ. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ნაწილდება და განაცხადების შევსება 17 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, წყალტუბოში ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს კრიტერიუმების მიხედვით დამატებითი ქულა მიენიჭებათ. ავარიული ობიექტებისა და მათ შორის წყალტუბოს სანატორიუმების დახურვა სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტია, თუმცა, გასათვალისწინებელია იმ დევნილი ოჯახების საჭიროებებიც, რომლებსაც წლების განმავლობაში თავშესაფარი საერთოდ არ გააჩნდათ. ამ ეტაპზე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს გადასცემს. დამატებით, 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის, 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)