|
2020-02-13 17:47:09, 1461 ნახვა
საზოგადოება
პარიზში, არტ კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში, 9 ქართველი ხელოვანის ნამუშევარი გამოიფინა
11-16 თებერვალს, პარიზში, არტ კაპიტალის ექსპოზიციის ფარგლებში 9 ქართველი ხელოვანის ნამუშევარი გამოიფინა. მსოფლიო მნიშვნელობის გამოფენის ორგნიზატორი „ფრანგ ხელოვანთა ასოციაციაა“, რომელიც მეფე მზის, ლუი XIV -ის პრემიერ მინისტრის, ჟან-ბატისტ კოლბერის მიე დაარსდა. აღნიშნულ გამოფენაზე, აჭარის რეგიონი, როგორც საპტიო სტუმარი წელს პირველად იყო წარმოდგენილი. ბათუმელი ხელოვანების მონაწილეობა უმაღლესი დონის ღონისძიებაში ქვეყნის კულტურული ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი განაცხადია. არტ კაპიტალი წარმოადგენს საფრანგეთში ყველაზე მასშტაბურ მულტინაციონალურ კულტურულ ღონისძიებას, რომელიც იწვევს კოლექციონერების და პროფესიონალების მუდმივ ინტერესს. ამ გამოფენას 11 ათასი ადამიანი სტუმრობს ყოველდღიურად. გამოფენის მიმდინარეობისას დიდი ინტერესი გამოიწვია ქართული ღვინის დეგუსტაციამ და საქართველოდან წაღებულმა მასალამ, რომელიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრომოუშენს ეძღვნებოდა. საფრანგეთიდან მზარდია ტურისტების ნაკადი, რომელიც სწორედ ქართული კულტურის გასაცნობად მოდის და ეს გამოფენა მათთვის კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა გახდა. ემოციური იყო ქართული ემიგრაციის მრავალრიცხოვანი მაყურებლის დასწრება, რომელთათვისაც ეს ღონისძიება ქართული კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელივან მოვლენად იქცა. ბათუმელი მხატვრების: აკაკი ძნელაძის, ბექა ბოლქვაძის, ბესო ბესელიას, ირინა ტორონჯაძის, სპარტაკ კუდბას, მაია ჭყონიას და კახა ნიჟარაძის მრავალფეროვანმა ნახატებმა დამთავლიერებელთა დიდი ყურადღება დაიმსახურა. ფრანგ საზოგადოებას საშუალება მიეცა გაცნობოდა ამიკო ქავთარაძის ფოტოგრაფიას და დარეჯან ბერეკაშვილის სკულპტურებს. არტ კაპიტალი 2020 წელს იმართება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მაღალი პატრონაჟით. არტ კაპიტალი ეს არის თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცე, სადაც ეცნობიან განსხვავებული ხედვების მქონე ნამუშევრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სწორედ, „ფრანგ ხელოვანთა ასოციაციის“ საშუალებით გაითქვა სახელი ისეთმა ხელოვანებმა, როგორებიც არიან დელაკრუა, როდენი, მანე, კლოდელი, ბარტოლდი, სეზანი, სალვადორ დალი, ტულუზ ლოტრეკი,ვან გოგი და სხვები. ასოციაციის მიერ მოწვეული ხელოვანები ექსკლუზიურად იფინებიან 1901 წლიდან პარიზის ისტორიულ მონუმენტში, ცნობილი როგორც გრანდ პალე «Grand Palais » დიდრო და ბოდლერი ქმნიდნენ გამოფენის ქრონიკებს და სრულად ასახავდნენ გამოფენის სიახლეებს და აღმოჩენებს.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)