05:26 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 16:40:58, 1728 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ოპოზიცია ნერვიულობს, რადგან მისია დაადგენს ყველაფერს, რაც უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას უკავშირდება

„ოპოზიცია ნერვიულობს და ნერვიულობს ობიექტურად, რადგან ეს მისია დაადგენს ყველაფერს რაც უკავშირდება უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის ინფორმაციით, წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე შესაძლებელია ივარაუდოს, რომ  მისია საქართველოში მიმდინარე თვის ან მაქსიმუმ მომავალი თვის განმავლობაში ჩამოვა.

„საქმე არის ძალიან ნათელი, მთავარია ჩვენი ინიციატივა, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარებს ეძლევათ საშუალება ჩამოვიდნენ საქართველოში და შეისწავლონ ამ საკითხის დეტალები, როგორც არსებითი მხარე, ასევე პროცედურული მხარე. ბუნებრივია, ეს ყველაფერს მოჰფენს ნათელს და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ძალიან განერვიულდნენ, როდესაც გაიგეს ამ ინიციატივის თაობაზე. ნახეთ, რომ გუშინ სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და სხვებმა გააკეთეს უარყოფითი კომენტარები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რატომ, ყველაფერი არის მარტივი, ერთი, რომ ეს მისია აუცილებლად დაადგენს იმას, რომ უგულავამ მოიპარა 48 მილიონი, გადასახადის გადამხდელების, თბილისი მოქალაქეების და საქართველოს მოსახლეობის ფული და მეორე, დადგინდება რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ იყო სახეზე. გაირკვევა, რომ ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა. ყველაფერს მოეფინება ნათელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics