05:28 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 13:39:14, 1597 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე: ორივე მხარე უნდა დაუბრუნდეს დიალოგის ფორმატს

„ჩემი გზავნილია ვთხოვო ორივე მხარეს- ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, რომ  დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს. ეს თქვენი ხალხის მომავალს ეხება“- განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მარია კალიურანდმა.

იგი იმედს იტოვებს, რომ მართველი გუნდი და ოპოზიცია კონსესუსის მისარწევად ყველაფერს იღონებს.

„მე მაღელვებს ყველაფერი ის, რაც საქართველოში ხდება, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები. ჩემმა ქვეყანამაც იგივე გზა განვლო, რა გზაზეც დღეს საქართველოა. ეს გზა სავსეა გამოწვევებით. დღეს ესტონეთი წარმატებული ქვეყანაა - მას შეუძლია ევროკავშირის წევრობით მიღებული ყველა სარგებლის გამოყენება.

იმედს ვიტოვებთ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მიაღწევს კონსენსუსს, რადგანაც ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან არჩევნებს. 2020 წლის არჩევნები ქართველი ხალხისათვის გარდამტეხი იქნება. ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს მომავალს, თქვენს რეფორმებს, ინტეგრაციას. შესაბამისად, ჩემი გზავნილია ვთხოვო ორივე მხარეს- ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, რომ  დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს. ეს თქვენი ხალხის მომავალს ეხება", - განაცხადა მარია კალიურანდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics