13:56 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 15:42:36, 1825 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - დღეს, უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება „ნაცმოძრაობას“ და თავად უგულავას აწყობს

„თუკი ვინმეს დღეს აწყობს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, ეს არის თვითონ გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, ვინც უგულავას დაკავების შემდეგ პოლიტიკურად დაზარალდა, ესაა  „ქართული ოცნება“,

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყურადრებით ვუსმენთ, ვიღებთ მათ რჩევებს, სწორედ ამ რჩევიდან გამომდინარე, ვსხედვართ ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან. თუკი ვინმეს დღეს აწყობს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, ეს არის თვითონ გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობა“. რათა მათ გამოიყენონ ეს ყველაფერი საბაბად, დიალოგის მაგიდიდან წასვლისთვის. თუკი ვინმეს საწინააღმდეგოდ ეს გადაწყვეტილება ამ კონტექსში პოლიტიკურად საზიანოდ მოქმედებს, ესაა სწორედ მმართველი გუნდი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics