16:56 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 15:22:13, 2117 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე პრეზიდენტს - თავი დაანებოს კეკლუცობას და ბოლომდე მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს

„თუ პრეზიდენტს სურს დიალოგის ხელშეწყობა, ამისათვის უნდა შეიწყალოს გიგი უგულავა ან თავი დაანებოს კეკლუცობას და მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „მთავართან“ საუბრისას.

მისი თქმით, პოლიტიკური დიალოგის და კომპრომისების გზა „ქართულმა ოცნებამ“ გიგი უგულავას დაპატიმრებით მოკლა.

„პოლიტიკური დიალოგის და კომპრომისების გზა მოკლა „ქართულმა ოცნებამ“ გიგი უგულავას დაპატიმრებით. ამიტომ, თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა მას ამისთვის გააჩნია კონკრეტული ინსტრუმენტი. ეს არის უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება, რითაც ის თავიდან აგვაცილებს იმ უმძიმეს დარტყმას, რომელიც ხელისუფლებამ მიაყენა საქართველოს ინტერესებსაც და დიალოგის პროცესსაც. თუ ის ამას არა აკეთებს და ამისთვის მზად არ არის, მაშინ თავი დაანებოს პოლიტიკურ კეკლუცობას და ფარისევლობას, თავი დაანებოს მოწოდებებს. ან ჩაერთოს პროცესში სრულფასოვნად როგორც პრეზიდენტი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები პროცესის ხელშესაწყობად ან დაანებოს თავი კეკლუცობას და ბოლომდე მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების საკითხზე ელჩებს მიმართავს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა დიალოგის განახლებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics