|
2020-02-12 12:22:29, 1884 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე საერთაშორისო კრიტიკაზე - ვნახეთ, რომ მათი განცხადებები არარეალურ ფაქტებზე იყო დაფუძნებული
პარლამენტის ვიცე სპიკერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა არარეალურ ფაქტებზე იყო დაფუძნებული, რასაც მოწმობს პოზიტიური განცხადებები, რომლებიც პარტნიორებმა აშშ-ში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტისას გააკეთეს. მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას და გამონაკლისი განცხადებების გამო, პარტნიორებთან ურთიერთობა არ გაუფუჭდება. „ჩვენ ვნახეთ, გარკვეული პერიოდის წინ კრიტიკა, რომელიც დაფუძნებული აღმოჩნდა, რომ არარეალურ ფაქტებზე და არასწორად მიწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით იყო გაკეთებული. ამის შემდეგ, როდესაც ვიზიტი შედგა აშშ-ში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, მაშინაც ვნახეთ განცხადებები, რომლებიც აბსოლუტურად პოზიტიური და მხარდამჭერი იყო. როგორც ჩანს, საგარეო ფლანგზე ბრძოლის ასეთი რეჟიმი გვექნება, ჩვენ ამას ვეგუებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარია, რომ ჩვენ არანაირი საფრთხის წინაშე არ ვდგავართ, რომ ურთიერთობები გაგვიჭირდეს ამ გამონაკლისი განცხადებების გამო ჩვენ პარტნიორებთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მანვე დასძინა, რომ კონგრესმენების კრიტიკა უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით უნდა განიხილონ სტრასბურგში და არა საქართველოში. „ჩვენ სასამართლოს საქმიანობაში ვერ ჩავერევით. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიმართ უნდა იყოს გარკვეული პრეტენზიები, ეს პრეტენზიები განიხილება ხოლმე ევროპაში, სტრასბურგში და არა საქართველოში. დარწმუნებული ვარ სტრასბურგი კიდევ ერთხელ გამოიტანს ობიექტურ განაჩენს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)