13:40 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-12 11:05:34, 952 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: კომპანია RMG გარემოსდაცვითი მიმართულებით სამინისტროს მიერ გაცემული ვალდებულებების ძირითადი ნაწილის შესრულებას 2020 წელს დაასრულებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან და ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, კაზრეთში, RMG -ის მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების სამუშაოებს გაეცნო.

„კომპანია აქტიურად მუშაობს სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, მნიშვნელოვანი კრიტიკული წერტილების გამოსწორებაზე. სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა ინსპექტირება. ჩვენი სპეციალისტების მიერ ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. დღეს ადგილზე ვნახეთ იმ სამუშაოების შედეგები, რომელიც კომპანიაში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის ჩატარდა. ვფიქრობთ, რომ კრიტიკული საკითხების ძირითადი ნაწილი 2020 წელს მოგვარდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნინო წილოსანის შეფასებით, RMG-ში დღეს არსებული ვითარება სამინისტროს, საპარლამენტო კომისიისა და კომპანიის საუკეთესო ფორმატის თანამშრომლობის შედეგია. 

„ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაბინძურების აღმოფხვრის კუთხით, რაც სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის თანაშრომლობის ფორმატში საკითხების გადაჭრის საუკეთესო მაგალითია", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც საყდრისის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნინო ბურჭულაძემ აღნიშნა, კომპანიამ რთული სამუშაოების შესრულება შეძლო.

„კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობის შესახებ დასკვნების გაკეთების საშუალება გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ კომპანიისთვის განსაზღვრული ვალდებულებების ძირითადი საკითხები წყალდაცვით ღონისძიებებს უკავშირდებოდა.

RMG-მ, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, მოაწყო სადრენაჟე სისტემები, დაასრულა წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, რის შედეგად, მდინარე კაზრეთულას, მაშავერასა და ფოლადაურის დაბინძურების წყარო აღკვეთა. ასევე დაასრულა მტვერდამჭერი სისტემის მოწყობა, რაც კომპანიის საქმიანობიდან გარემოზე მიყენებული ზიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამაბინძურებელს წარმოადგენდა.

„კომპანიამ შეძლო და შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებების დიდი ნაწილი. წლევანდელ წელს დასრულდება გაწმენდითი ნაგებობების მშენებლობა და მდინარეების დაბინძურება სრულად აღმოიფხვრება”, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics