04:36 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 17:31:55, 1508 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - 4 აპრილის აქციაზე გაერთიანებული ოპოზიცია გამოაცხადებს საარჩევნო კამპანიის სტრატეგიასა და მოქმედების ტაქტიკას

„4 აპრილს, 16:00 საათზე იქნება ძალიან დიდი აქცია, სადაც გამოვაცხადებთ ჩვენი საარჩევნო კამპანიის სტრატეგიას და მოქმედების ტაქტიკას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მაჟორიტარული ოლქების ოპოზიციას უნდა ჰყავდეს ერთიანი კანდიდატი, რომელიც არ უნდა განიცდიდეს კონკურენციას სხვა ოპოზიციური პარტიებიდან.

„პირველი - ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა რეგიონებში გასვლა. იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაველაპარაკოთ საქართველოს მოსახლეობას და ავუხსნათ რა მნიშვნელობა აქვს მათ აქტივობას. ისე არაფერი არ გამოვა. მეორე - რეგიონებში გასვლა მოემსახურება იმ ამოცანას, რომ 4 აპრილს 16:00 საათზე იქნება ძალიან დიდი აქცია, სადაც გამოვაცხადებთ ჩვენი საარჩევნო კამპანიის სტრატეგიას და ჩვენი მოქმედების ტაქტიკას. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ აბსოლუტურად ყველა დგას ერთ აზრზე , სასწრაფოდ უნდა დავამთავროთ დაწყებული კონსულტაციები იმისათვის, რომ მაქსიმალურ რაოდენობაში მაჟორიტარული ოლქების ოპოზიციას ჰყავდეს ერთიანი კანდიდატი. ეს ერთიანი კანდიდატი არ უნდა განიცდიდეს კონკურენციას სხვა ოპოზიციური პარტიებიდან. უნდა იყოს დაპირისპირებული „ქართულ ოცნებასთან“, იმისათვის, რომ ერთი ხმა არ მიიღონ მათ და მინდა ხაზი გავუსვა და აღვნიშნო, რომ ვინც ამაზე უარს იტყვის, ის თამაშობს „ქართული ოცნების“ თამაშს“,  - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics