09:40 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 15:45:12, 1603 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი კონგრესმენების კრიტიკაზე - აშშ ფლაგმანია ქვეყნებს შორის, სადაც საბიუჯეტო დანაშაული ყველაზე მძიმე შედეგით მთავრდება

„აშშ არის ფლაგმანი ქვეყნებს შორის, სადაც საბიუჯეტო დანაშაული ყველაზე მძიმე შედეგებით მთავრდება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, კონგრესმენი და ნებისმიერ პოლიტიკოსი სხვადასხვა საქმეს პოლიტიკური რაკურსით აფასებს.

„როდესაც ჩვენ კონგრესმენზე ვლაპარაკობთ, შესაბამისად, აქედანაც რაღაც პოლიტიკური პოზიცია უნდა დავუპირირსპიროთ. ნებისმიერი ჩვენგანის სათქმელი არის ის, რომ პოლიტიკოსი ამ თემას აფასებს პოლიტიკური რაკურსით და სინამდვილეში აშშ არის ფლაგმანი ქვეყნებს შორის, სადაც საბიუჯეტო დანაშაული ყველაზე მძიმე შედეგებით მთავრდება, ნებისმიერ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობის პერიოდში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს კონგრესმენი ადამ კინზინგერი და სენატორი ჯეიმს რიში ტვიტერის გვერდზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას და ამის გამო ხელისუფლება გააკრიტიკეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics