|
2020-02-11 15:01:36, 1591 ნახვა
კომენტარი
უგულავას ადვოკატი - ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დიდხანს ვერ იქნება ძალაში
„ეს უსამართლო, პოლიტიკური გადაწყვეტილება დიდხანს ვერ იქნება ძალაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. ბასილაიამ უგულავა მოინახულა და აღნიშნა, რომ ის არის მხნედ და უმსგავსობას, რაც ივანიშვილის მანტიამოსხმულმა ჯამბაზებმა ჩაიდინეს, აუცილებლად მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასებები. „გიგი არის ძალიან მხნედ და ის უმსგავსობა, რაც თადუმაძემ, გაბინაშვილმა, შავლიაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმულმა ჯამბაზებმა ჩაიდინეს, ამას აუცილებლად მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ვისაუბრეთ, რომ ამ საქმეს აუცილებლად გავასაჩივრებთ, გიგის ვერ გატეხავენ. ორი წელი და შვიდი თვე ჩვენ გვახსოვს გიგი იმყოფებოდა ამავე ციხეში, იხდიდა სრულიდ უსამართლო სასჯელს და დღევანდელი მოცემულობით, ეს უსამართლო გადაწყვეტილება დიდხანს ვერ იქნება ძალაში, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვფიქრობ, სამართლებრივად არც ისე შორეულ მომავალში გაეცემა შესაბამისი პასუხი”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)