00:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 12:29:50, 1009 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე სენატორების მიმართვაზე - ივანიშვილმა აირჩია ვექტორი, რომელიც აღარ გადის დასავლეთზე

„ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა პარტნიორების შეფასებებს, მან აირჩია ვექტორი, რომელიც აღარ გადის დასავლეთზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სენატორებისა და კონგრესმენების განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოში დემოკრატია აღარ არის.

„ეს არის განაცხადებები, სადაც ცალსახად არის საუბარი, რომ საქართველოში დემოკრატია აღარ არის, მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ბუნებრივია, ამას ყველაფერს მერე ექნება შედეგი ქვეყნისთვის. ეს არის ძალიან ცუდი საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის. ეს არის ივანიშვილის არჩევანი. როგორც ჩანს, გადაწყვიტა რომ მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა პარტნიორების შეფასებებს. მან აირჩია ვექტორი, რომელიც აღარ გადის დასავლეთზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, კონგრესმენი ადამ კინზინგერი და სენატორი ჯეიმს რიში გამოეხმაურნენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას და აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციურ პოლიტიკოსთა პოლიტიკური მოტივით დევნის გზა აირჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics