13:39 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 11:02:00, 1234 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახლაგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის გამოჯანმრთელებაში

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახლაგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა და მოქალაქეებს დედაქალაქის მერიისგან მაქსიმალური თანადგომა აღუთქვა.

როგორც მან ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, თეკლა ფერაძეს დახმარება თავადაც გაუწიოს.

„ბევრი შეტყობინება მოდის ახალგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის დახმარებასთან დაკავშირებით. თუ მოგვაწვდით საკონტაქტო ინფორმაციას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ, გვერდში დავუდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის გამოჯანმრთელებაში.  თუ საჭირო იქნება მეც ჩავერთვები და დახმარებას გავუწევ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თეკლა ფერაძეზე საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება და დახმარებასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევა თბილისის მერმა თავის მოადგილე სოფიო ხუნწარიას დაავალა.

„მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობა ძალიან დიდია. სამწუხაროდ, ოჯახს მუნიციპალიტეტისთვის ამ დრომდე არ მოუმართავს. ჩვენ დღეს ვეცდებით, მოვიძიოთ თეკლას ახლობლების შესახებ ინფორმაცია იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ინტენსიურად  გვწერენ.  ხვალ დილიდან ამაზე მუშაობას დავიწყებთ. მთავარია, რომ თეკლა იყოს თბილისში რეგისტრირებული. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება თბილისში რეგისტრირებული, შესაბამის კონსულტაციას გავუწევთ, თუ რომელ უწყებას შეიძლება მიმართონ დასახმარებლად“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics