|
2020-02-10 19:01:19, 1330 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე უგულავას პატიმრობაზე: ოლიგარქიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გვითხრა, ფეხებზე გვკიდია თქვენი კომპრომისიც და საქართველოს მოქალაქეც
„ოლიგარქიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გვითხრა, ფეხებზე გვკიდია თქვენი კომპრომისიც, ოპოზიციაც და საქართველოს მოქალაქეც“, - ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავას პატიმრობასთან დაკავშირებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე. მისი თქმით, გიგი უგულავას ციხეში ჩასმა კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისათვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს და შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე. „დღეს, როდესაც აქ ოპოზიცია შეკრებილი იყო და იმაზე მსჯელობდა რა პრინციპი შეიძლება საფუძვლად დაედოს კომპრომისს, კიდევ ერთხელ გვითხრა ოლიგარქიულმა რეჟიმმა, რომ ფეხებზე გვკიდია თქვენი კომპრომისიც, ოპოზიციაც, საქართველოს მოქალაქეც, პროპორციული თუ არაპროპორციული არჩევნები, ჩემი ხელი არის მთავარი და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ამიტომ, თეზისურად გეტყვით, პირველივე რაუნდიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ დიალოგის მიმართ, ვიცოდი რომ ამით დამთავრდებოდა. მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვერ დაარღვევენ ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, რა რაოდენობითაც არ უნდა ჩასვან ამ ტალღის გაჩერება უკვე შეუძლებელია. მესამე - გიგი რომ ციხეში წავა კიდევ ერთი სტიმული იქნება ეს იმისათვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგი უგულავას ე.წ „ფონდის საქმეზე“ უზენაესმა სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)