|
2020-02-10 18:21:20, 1249 ნახვა
კომენტარი
კანდელაკი უგულავას დაკავებაზე - ივანიშვილის კლოუნი მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უმრავლესობას უარესად დააზარალებს
„ივანიშვილის კლოუნი მოსამართლეების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უარესად დააზარალებს და მის დასასრულს კიდევ უფრო დრამატულს გახდის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მდივანმა გიოგი კანდელაკმა განაცხადა. კანდელაკი აღნიშნავს, რომ დღეს გადაილახა ის წერტილი, რომლის მერე უკან დაბრუნებაც შეუძლებელია. „ყველას გვახსოვს ასლან აბაშიძის დასასრული, ივანიშვილი ძალიან ჰგავს ასლან აბაშიძეს. პრაქტიკულად მისგან არაფრით არ განსხვავდება. დღეს გადაილახა წერტილი, რომლის შემდეგაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. ეს სიტუაცია მხოლოდ ასუსტებს „ქართულ ოცნებას“. ე არის სუსტის პოზიციიდან გადადგმული ნაბიჯი. აგერ ვნახოთ როგორ დამთავრდება ეს ამბავი. ივანიშვილის კლოუნი მოსამართლეების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უარესად დააზარალებს და დასასრულს კიდევ უფრო დრამატულს გახდის. ის საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც „ქართული ოცნება მოექცა“ მხოლოდ გაძლიერდება. ეს ცუდია ქვეყნისთვის, მაგრამ საბედნიეროდ არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი არჩევნებამდე, როცა ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრდება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგი უგულავას ე.წ „ფონდის საქმეზე“ უზენაესმა სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)