03:36 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-09 16:27:21, 1683 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტს აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა რწმუნებათა სიგელი გადასცა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა რწმუნებათა სიგელი გადასცა. რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს ელჩთან შეხვედრა გამართა და დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საკუთარი საქმიანობის დაწყებას და ძალიან მოხარულია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით.

"ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო დისკუსია ამ ულამაზეს, განახლებულ შენობაში, რომელიც ერთდროულად იტევს საქართველოს და აშშ-ს ისტორიას.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ მრავალ საკითხზე, პროექტსა თუ ინიციატივაზე, რომელზეც ერთად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ველი თანამშრომლობის გაგრძელებას პრეზიდენტთან, მთავრობასა და ქართველ ხალხთან იმ პრიორიტეტის მიხედვით, რომელიც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ხელშეწყობასა და საქართველოსა და აშშ-ს შორის კავშირის გაძლიერებას მოიცავს.

რა თქმა უნდა, რამდენადაც შევძლებთ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთისა და სხვა საშიში მოთამაშეების მცდელობას, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“, - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics