03:36 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-08 16:43:22, 2098 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - „ნაციონელური მოძრაობა“ ლობისტურ კომპანიებს მთავრობის იმიჯის შელახვისთვის იყენებს

„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიებიც შესაძლოა, ლობისტურ კომპანიებს და თავის გავლენებს აქ, ვაშინგტონში იყენებენ იმაში, რომ შეულახონ იმიჯი მომავალ არჩევნებს, თავის ქვეყანას, მთავრობას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი თალაკვაძემ „ამერიკის ხმის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, კონგრესმენებს ინფორმაციის მიღების პრობლემა არ ჰქონიათ და ამის პრობლემა არც წარსულში ჰქონდათ.

„მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კონგრესმენებს ჰქონდათ ინფორმაციის მიღების პრობლემა.  არ გეთანხმებით, სიმართლე არის ის რომ კონგრესმენებს არ აქვთ ინფორმაციის მიღების პრობლემა და წარსულშიც არამგონია ამის პრობლემა ჰქონოდათ. რაც შეეხება ლობისტურ კომპანიებს, აქ თვითონ ლობისტური კომპანიის აყვანა კონტრაქტით კი არ არის პრობლემა, არამედ თუ რაში იყენებს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ლობისტურ კომპანიას. აქ გამოიკვეთა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიებიც შესაძლოა, ლობისტურ კომპანიებს და თავის გავლენებს აქ, ვაშინგტონში იყენებენ იმაში, რომ შეულახონ იმიჯი მომავალ არჩევნებს, თავის ქვეყანას, მთავრობას და ამის ხარჯზე სცადონ იმის დაბალანსება, რომ ქვეყანაში, სადაც მათ უნდა ჩაატარონ კამპანია, ელაპარაკონ თავის მოქალაქეებს.  ამ საუკუნეში ინფორმაციის მოპოვება არცერთი კონგრესმენისთვის არ არის პრობლემა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics