03:36 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-08 15:25:34, 2049 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: კონგრესში ჩვენს კოლეგებს, ჩვენი არგუმენტებისა და გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ

„ვფიქრობ, ჩვენ შევძელით ამ შესაძლებლობის გამოყენება და დღეს, კონგრესში ჩვენს კოლეგებს  ჩვენი არგუმენტები  და ჩვენი გეგმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ", - ასე შეაფასა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი  „ამერიკის ხმის" სატელევიზიო ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორი იყო გადაწყვეტილება ამერიკელ პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციის თაობაზე, რათა მათ მიეღოთ მეტი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების გეგმების, მათ შორის, საარჩევნო საკითხების შესახებ.

„ჯერ კიდევ საქართველოში, როდესაც კომენტარები გავაკეთე წერილების შესახებ, ვთქვი, რომ ეს იყო დამატებითი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ პირდაპირ გვესაუბრა ჩვენს კოლეგებთან, პოლიტიკოსებთან კონგრესში და მიგვეწოდებინა მათთვის მეტი ინფორმაცია. რაც უფრო მთავარია, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, გეგმები, რომელიც მომავალს უკავშირდება, რომელიც უკავშირდება მათ შორის, 2020 წლის არჩევნებს, რომელიც მალე გაიმართება და ზუსტად ამ მიზნით, ჩვენ გავაკეთეთ შეხვედრები კონგრესში, შევხვდით სენატორებს და ვისაუბრეთ ყველა ამ მნიშვნელოვან თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, პოლიტიკური სპექტრი ხარჯავს მეტ ენერგიას არჩევნების ამა თუ იმ მოდელის შერჩევაზე, მაინც ყველაზე მნიშნელოვან საკითხებად ჩვენი ქვეყნისთვის რჩება უსაფრთხოება, რჩება ვაჭრობის და ეკონომიკის საკითხები, რჩება ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. რა თქმა უნდა, ერთი ვიზიტი არასოდეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები მომდევნო პერიოდში და ეს კომუნიკაცია მუდმივად იქნება ინტენსიურ დონეზე", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics