03:36 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-08 14:01:31, 1962 ნახვა

პოლიტიკა
ჩიორა თაქთაქიშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

ჩიორა თაქთაქიშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ იგი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე თქმით, ორი საპარლამენტო მანდატი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ დასკვნები გამოიტანოს და ერთსა და იმავე წრეზე არ იტრიალოს.

თაქთაქიშვილმა წერს, რომ ეს ანგარიში არის იმის მცდელობა, რომ ახსნას რატომ ვერ შეძლო მომხრეების იმედის გამართლება.

 „ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას.

წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დიდი ძალისხმევის და მსხვერპლის ფასად უპირისპირდება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, განსაკუთრებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრებს და დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტივისტებს.

დღეს საერთოდ არ არის აქტუალური ჩემი განცხადება, რადგან რეალურად არც არაფერი იცვლება. ჩვენი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა დიდი ხანია, იცის ჩემი პასიურობის მიზეზები. დიდი ბოდიში ყველას, ვინც პირადად არ მინახავს ბოლო ხანებში და ვისაც გაგიკვირდებათ, ან გეწყინებათ ამ ამბის გაგება.

მაგრამ ვალდებული ვარ, თქვენ, ვინც ნდობა გამომიცხადეთ და საშუალება მომეცით თქვენი წარმომადგენელი ვყოფილიყავი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და პარლამენტში, ანგარიში ჩაგაბაროთ.

ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ თქვენთან ერთად გატარებული წლებით, საერთო ბრძოლით, საქმით, დისკუსიებით, კამათით, თუნდაც ზოგჯერ, მცირე ან მნიშვნელოვან დეტალებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. მჯერა, რომ გესმით და გრძნობთ, ეს უბრალო სიტყვები არაა!

 ვფიქრობ, ორი საპარლამენტო მანდატი საკმარისზე მეტია ერთი ადამიანისთვის, რომ დასკვნები გამოიტანოს და ერთსა და იგივე წრეზე არ იტრიალოს. ეს ანგარიში არ არის პასუხი კითხვაზე, რატომ წავედი ნაციონალური მოძრაობიდან. ეს უფრო იმის მცდელობაა, რომ გითხრათ, რატომ ვერ შევძელი თქვენი იმედების გამართლება“, - წერს სოციალურ ქსელში ჩიორა თაქთაქიშვილი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics