03:35 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-08 12:17:54, 2152 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - თებერვლის ბოლოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების ფანჯარა იხურება

„თებერვლის ბოლოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების ფანჯარა იხურება. თებერვლის ბოლოს თუ შეთანხმევა ვერ შედგა, პარლამენტი ვეღარ შეძლებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე აღნიშნავს, რომ თებერვლის ბოლომდე მათ მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემაზე, ოპოზიციამ პრაგმატული პასუხი უნდა გასცეს.

„თებერვლის ბოლოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების ფანჯარა იხურება. თებერვლის ბოლოს თუ შეთანხმევა ვერ შედგა, პარლამენტი ვეღარ შეძლებს, ვეღარ მოსაწრებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში. შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ  ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ შეთავაზებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიციას აქვს სურვილი, რომ მოხდეს შეთანხმება და მიიღოს კონკურენტული საარჩევნო გარემო, ეს არის ამ ეტაპზე კომპრომისული, სამართლიანი შეთავაზება. მაგრამ, როგორც ვხედავ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს, რომელთაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, რომ არჩევნებში რაიმე შედეგს აჩვენებენ, მათი ერთადერთი ამოცანა არის დესტუქცია და ერთადერთი ამოცანა არის, როგორმე არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან მათ არ აქვთ იმედი, რომ ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწევენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics