03:37 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 20:00:54, 2764 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირი - საქართველო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგულია

„საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგულია“, - ამის შესახებ ევროკავშირის მიერ  დღეს გამოქვეყნებულ ,,საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების“ მე-4 ანგარიშშია მოყვანილი.

ევროკავშირის ანგარიშის ძირითადი დასკვნები ასეთია:

„საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ   ანგარიშში, რომელიც ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდგომ პერიოდს ასახავს, ჩანს, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგულია. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა  სფეროში, ეფექტიანად მიმდინარეობდა. ამასთანავე, კვლავ არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკური დიალოგისა და სასამართლო რეფორმის  სფეროებში. შემდგომში, არსებითია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს. 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების და რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელება.

ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ ქვეყანამ საკვები და არასაკვები პროდუქტებით ვაჭრობის ხელშესაწყობად კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან მეტ შესაბამისობაში მოიყვანა. დამატებითი სტრუქტურული რეფორმები საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი იყოს საგარეო მოვლენებთან მიმართებაში და საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდეს. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება გრძელდება, ენერგორესურსებთან დაკავშირებული საქართველოს მიერ ევროკავშირის კანონთა კრებულის (acquis) შესრულება მთლიანობაში მხოლოდ 25%-ს შეადგენს. კლიმატთან დაკავშირებული გადაუდებელი ღონისძიებების აუცილებლობის გათვალისწინებით,  ენერგოეფექტურობის შესახებ კანონების მიღება ძალზე მნიშვნელოვანი იქნება“, - ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics