|
2015-07-30 14:39:56, 457 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ბროშურები დაარიგა
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინფორმირების მიზნით, მოქალაქეებს ტრეფიკინგის საფრთხეებსა და სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული საინფორმაციო ბროშურები საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელშეწყობით ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე დამზადდა. „შს სამინისტრო აღნიშნულ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას პარტნიორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით აქტიურად განაგრძობს. დანაშაულის პრევენცია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად ერთვება ცნობიერების ამაღლების კამპანიაში პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2013 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, 30 ივლისი დააწესა როგორც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე. წელს ამ დღეს საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსად სიმბოლური ღონისძიებებით აღნიშნავს. რითაც ხაზი ესმება ტრეფიკინგის პრობლემის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ნებას საკითხის პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)