|
2020-02-07 16:08:38, 1435 ნახვა
საზოგადოება
შსს საავტომობილო სიჩქარის მზომი „ჭკვიანი" კამერების განთავსებას განაგრძობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საავტომობილო სიჩქარის მზომი „ჭკვიანი კამერების“ განთავსებას. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, ამჯერად, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 9 ლოკაციაზე: 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგოითი/ჯაპანა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრიდან) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ; 2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრიდან) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგოითი/ჯაპანა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ; 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრიდან) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ; 4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყონაგორა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ; 5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ; 6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრიდან) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლესა (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ; 7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრიდან) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი გრიგოლეთი (გზა გამყოფი გრიგოლეთზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ; 8. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი გრიგოლეთი (გზა გამყოფი გრიგოლეთზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრიდან, გრიგოლეთი, მიმართულება სოფელი ნიგვზიანი) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ; 9. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი გრიგოლეთი (გზა გამყოფი გრიგოლეთზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრიდან, ფოთი, მიმართულება სოფელი ნიგვზიანი) - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიგვზიანი (სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრამდე), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ. შსს-ს ცნობით, სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით საქართველოს მასშტაბით უკვე 971 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)