18:09 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 11:07:12, 979 ნახვა

საზოგადოება
თამარ ქიტიაშვილი სამუშაო ვიზიტით შუახევში იმყოფებოდა

შუახევში, სამუშაო ვიზიტით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა შეხვედრა შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან გამართეს. მხარეებმა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე და პროფესიული განათლების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა ფრიდონ ფუტკარაძესთან და კოლეჯ ,,ბლექსის“ წარმომადგენლებთან ერთად, შუახევში ,,ბლექსის" ფილიალის განსათავსებლად გამოყოფილ შენობაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ასევე მოინახულეს სანერგე-საჩითილე მეურნეობა, სადაც მსმენელები თეორიული კურსის შესაბამისად პრაქტიკას გაივლიან.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი ოთახების მოწყობას, შიდა კოსმეტიკურ რემონტს, სველი წერტილებისა და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს. შშმ პირებისთვის მოეწყობა ლიფტი. ინფრასტრუქტურულ პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 168 000 ლარია გამოყოფილი.

კოლეჯის გახსნის შემდეგ მსურველები შეძლებენ ტურიზმის, აგრარული, სამშენებლო და სხვა მიმართულებით პროფესიულ სწავლებას და გადამზადებას. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერთიფიკატები.

 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics