11:24 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 14:18:09, 940 ნახვა

საზოგადოება
შეშელიძის ქუჩაზე ერთ თვეში მეწყერული ზონის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

დედაქალაქის მერია შეშელიძის ქუჩაზე არსებული მეწყრული ზონის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.

როგორც დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, პროექტი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.

„უკვე შექმნილია დეტალური პროექტი და მისი განხორციელება დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. ამჟამად, წვიმების დროს, მიწის მასები გადაადგილდება და საფეხმავლო სივრცე მთლიანად ამ მასას აქვს დაკავებული.  მოწესრიგდება ტერიტორია და აშენდება მეწყერდამჭერი კედლები. მომდევნო წლის გაზაფხულზე ეს პროექტი დასრულებული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები დროულად ჩატარდეს, რადგან აქ ბევრი კორპუსია და იმისათვის, რომ მათ მცხოვრებლებს საფრთხე არ შეექმნას, შეზღუდულ ვადებში განვახორციელებთ ამ პროექტს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

პროექტის ღირებულება 20 874 000 ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics