|
2020-02-06 14:06:05, 745 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში წელს რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება
2020-2021 წლებში დედაქალაქში რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. მისი თქმით, იგეგმება მარშალ გელოვანის გამზირისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ერთმანეთთან დაკავშირება. „აქ მოეწყობა შვიდი, სხვადასხვა სიგრძის კვანძი, გაუქმდება ყველა არსებული შუქნიშანი და გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. ასევე, ხორციელდება ლისიდან ჩამომავალი გზის მოწყობის პროექტი. სწორედ ამ ორი პროექტის განხორციელების შემდეგ დიღმისა და ლისის ტბის მიმართულებით მოძრაობა შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა. მისივე თქმით, პროექტი უკვე მზადაა და უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება. სამუშაოების ღირებულებაა 21 634 083 ლარი და მის დასრულებას დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება. წელსვე დაიწყება უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მშენებლობა, რომელსაც დაახლოებით 2 წელი და 56 029 454 ლარი დასჭირდება. „600 მეტრამდე სიგრძის ხიდი მდინარე ვერეს კალაპოტში აშენდება. მნიშვნელოვანია, რომ წყნეთსა და ბაგებში, ასევე უნივერსიტეტის ქუჩასა და ზედა საბურთალოზე იმატებს განაშენიანება და სატრანსპორტო ნაკადები. ამ თვალსაზრისით, ხიდი მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას თამარაშვილსა და ჭავჭავაძეზე“, - განაცხადა მერის მოადგილემ. ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ხიდის მოწყობა ასევე ორი კვანძის მოწყობას საჭიროებს უნივერსიტეტის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე. მერის მოადგილის თქმით, წელსვე განხორციელდება ქეთევან დედოფლის, წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეაბილიტაციაზე, აქ იგულისხმება არა მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლა, არამედ ძირეული, ფუნდამენტური პრობლემების გადაწყვეტა - მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ყველა საკომუნიკაციო კომპანიასთან და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია ერთ-ერთი იქნება იმ პროექტებს შორის, რომელსაც ამ კომპანიებთან ერთად განვახორციელებთ. როდესაც ამ სამუშაოებს ვგეგმავთ, მნიშვნელოვანია, რომ ერთდროულად არ მოხდეს ძირითადი საკვანძო არტერიების შეზღუდვა ქალაქში და არ გამოვიწვიოთ კოლაფსი. ვეცდებით, რომ ყველა დაგეგმილი პროექტი ისე განვახორციელოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეფერხება გამოვიწვიოთ დედაქალაქის მასშტაბით. ვაჟა-ფშაველას გამზირზეც ანალოგიურად, მიწისქვეშ გვაქვს ცუდი მდგომარეობა, ფიქსირდება დაზიანებები. რეაბილიტაციის შემდეგ აქ, ისევე როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, მოეწყობა ავტობუსის ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)