11:25 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 13:39:06, 724 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილში 17 600 კვ.მ ფართობზე ორი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება

ვარკეთილში, მიმდინარე წელს 17 600 კვ.მ ფართობზე ორი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა და 2020-2021 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ვარკეთილში, ერთ-ერთი სკვერი ალექსიძის ქუჩაზე მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად კი 500 000 ლარი დაიხარჯება.

„ვარკეთილის სივრცითი დაგეგმარება საბედნიეროდ, შენარჩუნებულია. ქალაქში ძალიან ბევრი მწვანე სივრცე გვაქვს, რომელიც მოვლასა და განახლებას საჭიროებს. ტერიტორია, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარე წელს იგეგმება, ალექსიძის ქუჩაზე არსებული საკმაოდ დიდი სკვერია. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 7 600 კვ.მ ფართობი განახლდება, დაირგვება დიდი ზომის ხეები და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და როგორც სარწყავი, ასევე, სანიაღვრე სისტემები მოეწყობა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მერის მოადგილემ კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა, რომელიც ვარკეთილის 3, მე-3 მიკრორაიონში, N310 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ვარკეთილში, 10 000 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. გასულ წელს ჩვენ ვარკეთილში ძალიან დიდი სივრცის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. წელს კი, როდესაც აღნიშნული პარკის განახლებას დავიწყებთ, ვფიქრობთ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ ერთი კარგი სივრცე შეიქმნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics