02:44 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 10:57:30, 1299 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - წელს, ადამიანის უფლებების სტრატეგიის ახალ ეტაპზე ვიწყებთ მუშაობას

წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სტრატეგიის შექმნის პროცესში მთავრობა გამოიყენებს ყველა შესაძლებელ პლატფორმას, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით.

„მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის ჩვენი მთავრობის ყურადღების ცენტრში 2012 წლიდან გახლდათ ადამიანის უფლებები და სწორედ 2013 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დაიწყო ადამიანის უფლებების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც სრულად იყო შესრულებული და თითოეული რეფორმის გატარების დროს ადამიანის უფლებების სტრატეგია იყო სრულად გათვალისწინებული. წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას, რომელიც იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომლის შექმნის პროცესშიც ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებელ პლატფორმას, როგორც ქვეყნის გარეთ, საერთაშორისოს, ასევე ქვეყნის შიგნით. ეს საერთო მუშაობის ძალზე მნიშვნელოვანი ფორმატია და მოგიწოდებთ, თითოეულმა თქვენგანმა თქვენი კომპეტენციის ფარგლებში რომ მიიღოთ აქტიური მონაწილეობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics