04:38 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 15:15:49, 924 ნახვა

კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია მოვახდინოთ

„ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ  კორონავირუსის  შემოტანის პრევენცია", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის სათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ინფექცია მაინც დაფიქსირდა, ქვეყანა მზადაა, პაციენტებს სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი დახმარება გაუწიოს.

„მინდა საჯაროდ გადავუხადო მადლობა სამედიცინო პერსონალს, ეპიდემოლოგების მთელ გუნდს, ლუგარის ლაბორატორიის, ასევე  დაავადებათა კონტროლის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისა და აქტიური  თანამშრომლობისთვის. მოგეხსენებათ დღეიდან უკვე საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, კერძოდ კი ლუგარის ლაბორატორიას აქვს საშუალება ვირუსის  იდენტიფიცირება/დიაგნოსტირება მოახდინოს", - აღნიშნა მინისტრმა. ​





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics