04:37 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 15:12:43, 987 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: პარლამენტის ჭიშკართან დგას 60 ოლიმპიური ჩემპიონი უნიათობაში - ეს კრიზისი არ არის

„ადრე ორასი ნაცი იკრიბებოდა, ახლა ორასი ნაციც ვერ იკრიბება, ისინი არიან კიდევ გავიმეორებ ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში, რაც არაერთხელ გამოვლინდა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე ოპოზიციის აქციას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აქციის მონაწილეები ვერანაირ დისკომფორტს ვერ შექმნიან.

„როდესაც არსებობს 200 ნაცი და დღეს ხედავთ, რომ 200 ნაციც  არ იყო და ისინი იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან, ბუნებრივია ვერანაირ დისკომფორტს ვერ შექმნის, დისკომფორტს ისინი თვითონ უქმნიან საკუთარ თავს.  როდესაც 200 ნაცი უსტვენს, ეს არის მთთვის დისკომფორტი. ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში დიდიან პატარიანა. ადრე 200 ნაცი იკრიბებოდა, ეხლა 200 ნაციც ვერ იკრიბება, ისინი არიან კიდევ გავიმეორებ ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში, რაც არაერთხელ გამოვლინდა. როდესაც 60 ოლიმპიური ჩემპიონი უნიათობაში დგას ჭიშკართან, ეს არ არის კრიზისი, “ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის 11:00 საათზე „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა ისინი შენობაში საპროტესტო ღონისძიების დაწყებამდე შევიდნენ, რადგან 10:00 საათზე უმრავლესობის სხდომა დაინიშნა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა სხდომა მოულოდნელად განგებ ჩანიშნა, რომ .დეპუტატებს "სირცხვილის კორიდორში" გავლა თავიდან აერიდებინათ. თავის მხრივ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ოპოზიციის ბრალდებას "უსაფუძვლო" უწოდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics