11:32 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 14:38:15, 1007 ნახვა

საზოგადოება
პლატფორმის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ გამარჯვებული პროექტი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მოწყობას ითვალისწინებს

პლატფორმას - „შენი იდეა ქალაქის მერს“ კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავს, რომელიც მულტიფუნქციური საწვრთნელ-გასართობი და სპორტული კომპლექსის მოწყობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ინვესტიციის განხორციელების მიზნით, სამგორის რაიონში მდებარე 91,642 კვ.მ მიწის ნაკვეთი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას გადაეცემა.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტის განხორციელებით, თბილისის გზებსა და ქუჩებში საკმაოდ გავრცელებული უკანონო რბოლების პრაქტიკა აღიკვეთება.

„ჩვენ გვაქვს საინტერესო პლატფორმა - „შენი იდეა ქალაქის მერს“. როდესაც დავიწყეთ საუბარი ამ იდეაზე, თავიდან ინტერესი იყო, თუმცა შემდეგ მინელდა და მოქალაქეების აქტიურობა ნაკლები იყო, თუმცა შემოვიდა კიდევ ერთი საინტერესო წინადადება, რომელმაც ხმათა საკმარისი რაოდენობა დააგროვა. განვიხილეთ ეს კონკრეტული პროექტი და მივიღეთ დადებითი გადაწყვეტილება. საქმე ეხება სამგორის რაიონში, 91 642 კვ.მ მიწის ფართობის საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისთვის გადაცემას. ისინი მულტიფუნქციური საწვრთნელ-გასართობი და სპორტული კომპლექსის მოწყობას განახორციელებენ. პრობლემაა ის, რომ განსაკუთრებით ღამის საათებში, როცა  ნაკლები ავტომობილი გადაადგილდება, ქალაქში ე.წ. რბოლებს აწყობენ. ეს სერიოზული საფრთხის შემცველია და დისკომფორტია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ბავშვები ჰყავთ, ისვენებენ და მეორე დღეს სამსახურში წასასვლელად ემზადებიან. ხმაური და არეულობა კი სერიოზულ პრობლემას ქმნის. მულტიფუნქციურ კომპლექსში, რომელიც საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისთვის  გადაცემულ ნაკვეთზე აშენდება,  იქნება ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ რბოლები და სხვა შეჯიბრები, არა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, არამედ ამისთვის სპეციალურად შექმნილ სივრცეში გაიმართოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის თანახმად, ფედერაცია ვალდებულებას იღებს, 1 419 500 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics