2020-02-04 16:01:16, 1286 ნახვა
კომენტარი
რევაზ არველაძე: საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ
მმართველი პარტიის დეპუტატის, რევაზ არველაძის განცხადებით, საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.
აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მთავარი არხის“ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა, რომელიც UNICEF-ის 2017 წლის კვლევას უკავშირდებოდა.
"ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ... მე ვერ ვიჯერებ. თუ ვინმე შიმშილობს, ესეიგი ოპოზიციამ აშიმშილა", - განაცხადა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,