13:02 - 26 Oct, 2026
|
2020-02-04 13:31:46, 1502 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ჩამოვიდა რეაგენტი და დღეიდან კორონავირუსის დადგენა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს დღეიდან აქვს კორონავირუსის დასადგენი რეაგენტი. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა, კვლავ არ ფიქსირდება. „საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 6 ადამიანი, მათ შორის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო 2 ადამიანი, რომლებიც ქალაქ უხანში იყვნენ ნამყოფი. ყველას ჩაუტარდა გამოკვლევა და დილის პასუხებით, ორივე შემთხვევა არის უარყოფითი. გარდა ამისა, ჩვენი პარტნიორების,, გერმანიის დახმარებით უკვე ჩამოვიდა რეაგენტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)