|
2020-02-04 13:05:59, 1370 ნახვა
საზოგადოება
„ირიონ სტრატეჯის“ დირექტორი - ბათუ ქუთელიას სახელი საკონტაქტო პირად შეცდომით იქნა მითითებული
საქართველოს ატლანტიკური საბჭო კომპანია „ირიონ სტრატეჯისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადებულ ხელშეკრულებას ავრცელებს, რომელსაც თან აღნიშნული კომპანიის პრეზიენტის, რენდი შენემანის განცხადება ახლავს. როგორც განცხადებაში წერია, ბათუ ქუთელიას სახელი ადმინისტრაციული შეცდომის შედეგად იქნა მითითებული საკონტაქტო პირად და შეცდომა მალევე გაასწორეს. „ირიონ სტრატეჯის“ ამაყობს, რომ მუშაობს საქართველოში ნამდვილი პროდასავლური ძალის სახელით, ყურადღებას ამახვილებს ამჟამინდელი ხელისუფლების დემოკრატიულ უკუსვლაზე, შეუსრულებელ დაპირებებსა და პოლიტიკურ წარუმატებლობაზე, რომელიც სულ უფრო მეტად აღელვებს ვაშინგტონში მყოფ მაღალი თანამდებობის პირებს. საქართველოს ტენდენციებში უკეთ გარკვევაში დასახმარებლად, „ორიონ სტრატეჯისმა“ დაიქირავა ბათუ ქუთელია, რათა მას უსაფრთხოების, ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური განვითარების კვლევა და შეფასება უზრუნველყო. ელჩი ქუთელია არ მონაწილეობს ჩვენი კონსალტინგის პოლიტიკურ საკითხებში, აშშ-ში ჩვენს საქმიანობასა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩვენს მუშაობაში. ბათუ ქუთელიას სახელი შეცდომით, ადმინისტრაციული შეცდომის შედეგად იქნა მითითებული საკონტაქტო პირად “ორიონ სტრატეჯის“ მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში შეტანილ განცხადებაში. მოგვიანებით, აღნიშნული შეცდომა გასწორებული იქნა და ცვლილება უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტის განყოფილებაში ხელახლა შევიდა. “ორიონ სტრატეჯისი“ სინანულს გამოთქვამს შეცდომის გამო",- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბათუ ქუთელია ლობისტურ კომპანიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფორმებულ კონტრაქტში, პარტიის წარმომადგენლად იყო მითითებული.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)