17:54 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 03:54:56, 1324 ნახვა

საზოგადოება
ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 ბავშვი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე ხანძარი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე 2 წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე.

ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი - ხანშიშესული ქალის ცხედარი. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად, არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics