|
2020-02-03 16:11:16, 1473 ნახვა
საზოგადოება
პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოდგილე, ნინო თანდილაშვილი ფართომასშტაბიანი პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფართომასშტაბიანი პროგრამის მიზანია კლიმატური კატასტროფებისადმი ადაპტაციის ეროვნული მექანიზმის შემუშავება. შეხვედრაზე მხარეებმა მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ქვეყნის ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემის გაუმჯობესებისა და სადამკვირვებლო სისტემის შეძენა-მოდერნიზების საკითხები განიხილეს. „პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნას გულისხმობს, რაც მრავალმხრივი სტიქიების პრევენციაში დაგვეხმარება. პროექტის განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ და წარამატებით მიმდინარეობს. პოზიტიური შედეგისთვის, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკიდან და გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიის ორგანიზაციიდან მოწვეული ექსპერტების გამოცდილების გაზიარება. ინფრასტრუქტურა, რასაც განვავითარებთ, ჩვენი ქვეყნის რეალობაზე იყოს მორგებული“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. პროგრამა საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მსოფლიო ბანკის (WB), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროექტის ფარგლებში მოწვეული ბრიტანელი, თურქი და სერბი ექსპერტები ესწრებოდნენ.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)