10:49 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 15:52:52, 1325 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ჩოგოვაძე სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს უხელმძღვანელებს

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს.

ახალი დირექტორი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა.  

„შეგვიძლია დავაანონსოთ სამედიცინო ჰოლდინგის დაარსება და აქვე მინდა წარმოგიდგინოთ მისი დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, რომელსაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. გუნდური თათბირის შედეგად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გიორგი ჩოგოვაძეს გააჩნია საკმარისი და ძალიან კარგი მენეჯერული გამოცდილება. მისი ამ უნარ-ჩვევების და გამოცდილებიდან გამომდინარე, ის ძალიან კარგად გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც ჰოლდინგს ნამდვილად ექნება. სწორედ ასეთი კანდიდატურა იქნებოდა სწორი. მე მინდა გიორგის მივულოცო ამ თანამდებობის დაკავება. შემდეგ ეტაპზე ჰოლდინგს შეუერთდებიან რეგიონალურ ჯანდაცვაში გაერთიანებული კლინიკები იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს გეოგრაფიული დაფარვის სრული მოცვა. საქართველოს რუკის დამუშავებაზე გამოვლინდა ისეთი ადგილები, სადაც გვაქვს დეფიციტი და შემდგომში ბატონი გიორგი მოახდენს ამ რუკის უფრო მეტად დახვეწას და ჩამოყალიბდება სისტემური სტრუქტურა, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაოაბა რამდენიმე თვის წინ“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ჩოგოვაძეს სახელმწიფო უწყებების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2020 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა აეროპორტების გაერთიანებას. ასევე ეკავა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ახალი დირექტორის თქმით, ჰოლდინგის ძირითადი მიზანი მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა. გაუმჯობესდება  ინფრასტრუქტურა და იმ სერვისების ჩამონათვალი, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ. მისივე თქმით,  მოხდება პერსონალის გადამზადებაც.

"პირადად მე, ჩემს გამოცდილების და ჩემს ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჰოლდინგმა, ერთი მხრივ, განახორციელოს სწორი და ეფექტური მენეჯმენტი და ამაღლდეს მომსახურეობის ხარისხი, ასევე სამედიცინო სერვისები. მას შემდეგ, რაც ჰოლდინგს რეგიონალური საავადმყოფოები დაემატება, უნდა გაიზარდოს რეგიონალური წვდომა საავადმყოფოებთან. ჩვენ ძალიან ამბიციური, დიდი გეგმები გვაქვს და წარმოვადგენთ დეტალურ სამოქმედო გეგმას, რაც საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

სამედიცინო ჰოლდინგში, პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფო, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა. კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისების  გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics