02:44 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 15:17:13, 1718 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი: თადუმაძემ მიიღო პირველი პოლიტიკური დავალება, რომ დაიჭიროს გიგი უგულავა

„გვაქვს ეჭვი, რომ დავალება არის მიცემული თადუმაძისთვის, რომ გიგი უგულავას თავისუფლება იქნეს აღკვეთილი“, - ამის შესახებ „ევოპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, უზენაესი სასამართლო გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე გადაწყვეტილებას 10 თებერვალს მიიღებს.

 „უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა უკვე მიიღეს პირველი პოლიტიკური დავალება და 10 თებერვალს, კოლეგია, გაბინაშვილის და თადუმაძის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე ისე რომ არ მოისმენენ გიგი უგულავას ადვოკატის და მის პოზიციას, გამოახადებს გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის წინანდელ, ე.წ ფონდის საქმეზე.

ეს არის საქმე, რომელიც პირველი ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დასრულდა იმდაგვარად, რომ გიგი უგულავას ჩაეთვალა სასჯელი უკვე მოხდილად და დღეს, როდესაც სასამართლომ განაახლა ამ საქმის განხილვა, გვაქვს ეჭვი, რომ დავალება არის მიცემული თადუმაძითვის, რომ გიგი უგულავას თავისუფლება იქნეს აღკვეთილი, რასაც გვაფიქრებინებს ის ტენდენცია, რომელიც გიგი უგულავას წინააღმდეგ ბოლო თვეებში მიმდინარეობს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ გიგის თავს დაესხნენ და ამის გამო მას წაუყენეს ბრალება, ცოტა ხნის წინ დაიწყო ფორსირება გიორგი კაპანაძის ლეგალიზაციის საქმეზე, როდესაც კაპანაძე იძლევა ცრუ ჩვენებებს უგულავას წინააღმდეგ. 10 თებერვალს, ჩვენ ისე, რომ სხდომაზეც კი ვერ მივიღებთ მონაწილეობას, გავიგებთ გადაწყვეტილებას, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო თადუმაძემ, რომელიც ერთ დროს იყო ამ საქმის პროკურორი და ახლა არის ამ საქმის მოსამართლე“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics