2020-02-03 13:37:05, 1157 ნახვა
საზოგადოება
აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა
კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია.
ამასთან, ობსერვატორია დამატებით ფუნქციას შეიძენს- მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი და კაფე. ასევე მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.
ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,