|
2020-02-02 19:16:03, 1162 ნახვა
საზოგადოება
ნათია ზოიძემ აჭარის ტელევიზია დატოვა და ტვ პირველში გადადის
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ მაუწყებელი დატოვა. ამის შესახებ ზოიძემ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. "ჩემი გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო: ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რისთვისაც არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ; კოხრეიძე არასასურველ თანამშრომლებს რეორგანიზაციის გზით მაინც ჩამოიცილებს, დაასუსტებს არხის სარედაქციო პოლიტიკას", — წერს ზოიძე. "თავისუფლებაში გატარებული 10 თვეს კი არა, ერთ საათსაც მნიშვნელობა აქვს. დღესაც რომ მისაღები მქონდეს ეს გადაწყვეტილება, მაინც შევიდოდი ამ ომში. მოკლედ, არაფერს არ ვნანობ და წარმატებები ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, რომელებიც ამ არხზე დარჩნენ და მუშაობენ. ამ არხზე ჟურნალისტიკა დღეს კიდევ თუ კეთდება, ეს სწორედ მათი დამსახურებაა. თანამშრომლებისთვის ჩემი ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. ჩვენ ვისაუბრეთ, გავაანალიზეთ და შევთანხმდით. მაინტერესებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თავმჯდომარის ჩათვლით, ოდესმე პასუხისმგებლობას თუ იგრძნობენ იმაზე, რა შედეგიც დადგა. მგონია, რომ თავს ყოველთვის გაიმართლებენ. აღიარებას სხვა ძალა სჭირდება. მივდივარ ბათუმიდან. სენტიმენტებით არ შეგაწყენთ თავს." - წერს ნათია ზოიძე. ნათია ზოიძის თქმით, ის სამუშაოდ TV პირველში გადადის, თუმცა გიორგი კოხრეიძესთან დავას აგრძელებს. "აქაც გადამწყვეტი არხის თავიუფლება იყო, კონსულტაციები უკვე მქონდა, გავეცანი ჩემს მომავალ სამუშაოს აღწერილობას, ბიუროკრატიის მოწესრიგების შემდეგ მუშაობას ტვ პირველზე გავაგრძელებ - ბათუმში „გრიგოლიას არხს“ რომ ეძახით აი იქ) „ღამის ამბების“ თანამშრომელი ვიქნები. „ღამის ამბები“ მიჰყავს თამარ ჩიხლაძეს ,ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე." - წერს ზოიძე,
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)