22:16 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-22 21:10:13, 271 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას აგრძელებს. პროცესები ჩაინიშნა მომდევნო კვირას, 26-30 ოქტომბერს. ამის შესახებ დღევანდელი სხდომის დასრულებისას გახდა ცნობილი.

"მინდა გაცნობოთ, რომ ისე წარიმართა სხდომები, რომ საკმაოდ გაგრძელდა და მომდევნო კვირასაც ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას და მომდევნო კვირას, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი სრულად იქნება სხდომები ჩანიშნული." - განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციურ პარტიებს 25 ოქტომბერს 19 საათზე თსუ-სთან დაგეგმილი აქვთ აქცია. მათი თქმით, 25 ოქტომბერი იქნება დასაწყისი კამპანიის, რომლის კულმინაციაც 28 ნოემბერს იქნება დიდი აქცია თბილისში.

"25 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას საქართველოზე, ივანიშვილის გარეშე, რადგან ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს,

კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში საქართველოსთვის, სადაც მოქალაქე თავისუფალი და დაცულია, ოჯახი ძლიერია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია.

ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს - ივანიშვილის გარეშე.

25 ოქტომბერს, 19 საათზე თსუ-თან" - განაცხადეს ბრიფინგზე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics