10:07 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-01 13:37:15, 2032 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე - მიჰყევით მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს

„გთხოვთ, რომ მიჰყვეთ და მიიღოთ ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 „ის რაც გუშინ გვიან ღამე გავრცელდა, ხმოვანი გზავნილი, მე არ ვიცი ვისი, ერთი ვიცი, რომ ეს ადამიანი არის ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანი. ბოდიში, რომ ღია ეთერში ამაზე ვსაუბრობ.  არ შეიძლება ამ დაძაბულ პერიოდში მსგავსი განცხადებები, როდესაც მთელი მსოფლიოში, თქვენ კარგად იცით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა ჩინეთის ეს ეპიდ აფეტქება როგორ საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობად. ამ დროს ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა ამოვუდგენთ, მივეხმაროთ, რომ საზოგადოებაში იყოს ნაკლები პანიკა. საზოგადოება ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეს. მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ საქართველო დაბალი რისკის ქვეყანაა. ნუ მიეცემით პანიკას იმიტომ, რომ ეს პანიკა კიდევ უფრო აუარესებს შემდგომ საზოგადოებრივ აზრს და ქვეყანაში უფრო ართულებს ამ დაავადების პრევენციისა და ამ დაავადების პროფილაქტიკას. ამიტომ გთხოვთ, რომ მიჰყვეთ და მიიღოთ ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან. საქართველოში ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა არც ერთი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის შემთხვევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics