07:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 17:01:47, 795 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის სკოლებში სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია და ინტერიერის რემონტი მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ  რეგიონის განათლების მინისტრთან ერთად  ბათუმის სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2015 წლის „მშენებლობა რეაბილიტაციის მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში ბათუმის #26 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„შენობაში მიმდინარეობს პირველი სართულის რეკონსტრუქცია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სწავლების პირობების გაუმჯობესების მიზნით. შშმ პირებისთვის ეწყობა ლოგოპედის, მედდის, ფსიქოთერაპევტის და კოორდინატორების ოთახები. შენობის პირველ სართულზე  სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა  ორი სველი წერტილი. სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს ასევე სკოლის პირველი სართულის შიდა მოსაპირკეთებელ სამუშაოებს და ფასადის მოწესრიგებას“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, 150 096 ლარის ღირებულების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “ბაჩი“  2015 წლის მაისში  დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებში დაასრულებს.

დღესვე  მთავრობის თავმჯდომარემ  ბათუმის  N20 და N27 საჯარო სკოლების ფასადებისა  და სპორტული დარბაზების რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა.

პროექტის მიხედვით სკოლების ფასადი შეიფუთება ფერადი თუნუქის ფურცლებით. ასევე შეიცვლება სპორტული დარბაზის იატაკი, სახურავი და შეკეთდება საკანალიზაციო გაყვანილობა. ორივე ობიექტის სარეაბილიტაციოდ  ბიუჯეტიდან 343 412 ლარი გამოიყო.

სამუშაოები 15 ოქტომბრამდე   დასრულდება.

2015 წელს სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სპორტული დარბაზების  კეთილმოწობა  7  საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics