13:04 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 17:20:09, 2556 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი - მინისტერიალის თბილისში ჩატარების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება, რუსეთის დელეგაციას ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალო

 „თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ მინისტერიალი თბილისში ჩაატაროს, შეუძლებელი იქნება, რუსეთს, როგორც ევროპის საბჭოს წევრს, ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალო“,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უმჯობესი იქნება, ღონისძიება სტრასბურგში ჩატარდეს.

„თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საერთოდ არაფერი ტარდება, არავინ შემოდის და მოპატიჟება საჭირო რატომ გახდა, ვერ მივხვდი. დღის წესრიგში რისი ჩატარებაც დგას, ეს არის მინისტერიალი, რაც საპარლამენტო ასამბლეა არ არის, სხვა ორგანოა, რომლის სხდომაც წესით თბილისში უნდა გაიმართოს. თუმცა, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც გავრილოვის პარლამენტის შენობაში მოხვედრას მოჰყვა, ჩვენ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ღონისძიებები სტრასბურგში ჩავატარეთ ზუსტად იმიტომ, რომ წინ ასეთი სირთულეები არ დაგვხვედროდა. იმისათვის, რომ საფრთხეები თავიდან ავიცილოთ, ვერ ვხვდები, რატომ არ შეიძლება, რომ მინისტერიალი სტრასბურგში ჩატარდეს, როგორც საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებები ჩატარდა? თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ მინისტერიალი თბილისში ჩაატაროს, შეუძლებელი იქნება, რუსეთს, როგორც ევროპის საბჭოს წევრს, ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალო. ამიტომ უფრო უსაფრთხო ნაბიჯი იქნებოდა, ეს ღონისძიება სტრასბურგში ჩატარდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics